ბედის წინასწარმეტყველების ერთერთი უძველესი მეთოდი, რომელიც ძალიან პოპულარულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
აუცილებელია ნატურალური ყავის მოხარშვა და საშუალო ფინჯანში გადატანა. დამწყებისთვის კარგია ჭიქა იყოს თეთრი ფერის, რომ ფანტაზია, ხედვა იყოს უკეთ აღქმადი.
შემდეგ კი ზოგი იყენებს ორნამენტიან ჭიქასაც, სადაც ფიგურები ამოდის განსაკუთრებულ და რთულ ფორმატში. მაგრამ საუბრობს მეტს.
დალევის შემდეგ ფინჯანი უნდა დატრიალდეს საათის ისრის მიმართულებით და ამოტრიალებულ მდგომარეობაში მოთავსდეს თეფშზე ან სალფეთკზე გაშრობამდე.
მოცემულია 76 მაგიური სიტყვის ახსნა და მნიშვნელობა, აუცილებელია მათი ზეპირად ცოდნა ყავაზე მკითხაობისთვის.
ასევე შეგიძლიათ სიტყვების გადატანა თაბახის ფურცელზე და მკითხაობა მეთოდით ბარათის ამოღებით.
ასევე ჩაიფიქროთ რიცხვი 76 მდე და ნახოთ რა ეტაპზე იმყოფებით და მიიღოთ რჩევა.
1.
ანძა – სიამაყის ნიშანია, ზემო ნაწილში მიგვანიშნებს სიმდიდრეზე და ფინანსურ მატერიალურ მოახლოებულ პერიოდზე.
2.
არწივი – ბედნიერება, ძალაუფლება.
გაფრენილი არწივი – მოულოდნელი დაწინაურება ან სასიხარულო ამბავი.
ხესთან ან კლდესთან დანახული არწივი – სასიყვარულო ინტრიგებისგან გათავისუფლება.
კვადრატთან ერთად არწივი – ნათესავები, მეგობრები და ახლობელი ადამიანებისგან მტრული ენებისგან გათაისუფლება.
გულის გვერდით არწივი – ბედნიერება სიყვარულში, სიბრთხილე გამოიჩინეთ ახლო მეგობართან ურთიერთობაში.
3.
აქლემი – ბედნიერი ოჯახის და სიკეთის ნიშანი. ზედა ნაწილში ამოსული აქლემი ნიშნავს რომ დიდი პატივი გელით ძალიან მალე.
პალმასთან ერთად -საქმიდან გამდიდრება.
მთასთან ერთად – უცხოელთან ქორწინება.
ვარსკვლავთან – ემიგრაციიდან დაბრუნება.
ორ მთას შორის – ბავშვის დაბადება ან მძიმე მშობიარობა.
აქლემი ღრუბლებში – დიდ სიმდიდრეს მოასწავებს, ან გამარჯვებას მოგებას.
4.
ბავშვი – ჭიქის ზედა ნაწილში, მუქი ფერის უსიამოვნებას ნიშნავს, რომელიც დიდხანს გასტანს.
შუა ნაწილში -ჯილდოს დაკარგვა.
ქვედა ნაწილში – გართულებები ცხოვრებაში.
საწოლთან ამოსული ბავშვი – ხელი ყველაფერს მოაწერეთ ახლობლებთან შეთანხმებით.
5.
ბაყაყი – წარმატების და დიდი სიყვარულის ნიშანია.
ფინჯნის პატრონი თუ კაცია იგი შეიყვარებს შეძლებულ, უზრუნველყოფილ ქალს და იქორწინებს მასზე.
ასევე მიუთითებს ღონისძიებების მოყვარულ ქალზე ქორწინებაზე.
რგოლთან ბაყაყი – დიდი წარმატების ნიშანია.
ასევე ბაყაყი ხშირად მიუთითებს მემკვიდრეობაზე, სიმდიდრეზე, გამოჯანმრთელებაზე.
6.
ბოთლი – მოულოდნელი ავადმყოფობა. ხშირად მიუთითებს რომ თქვენ არ ზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ადამიანის სახესთან – ქორწინებაა.
ფიკურებთან კვადრატი, სამკუთხედი – გამოჯანმრთელება.
7.
ბუ – ჩხუბი, და სიკვდილი.
ზედა ნაწილში – დანაკარგი.
ბუ ასევე ხშირად მიუთითებს ახლობელთან კავშირის გაწყვეტაზე.
თაიგულთან ერთად – ნიშნავს ერთ მტერს რომელის სიძულვილის მიზეზიც თავად ხართ.
თავდახრილი ბუ – წაგება ვაჭრობაში, სამსახურიდან გაშვება, ცნობა სიკვდილზე.
8.
გალია – ქორწინება ერთგულ და მდიდარ ადამიანზე.
ცხოველის გვერდით – თქვენი სურვილები დიდ უხერხულობას შეგიქმნით.
ქვემო ნაწილში – ქორწინების და დიდი საშიშროების გადალახვის ნიშანია.
9.
გასაღები – კამათი და ძველი საიდუმლოებების გახსნა.
ფინჯნის ზემო ნაწილში – კამათის ნიშანი. ახლობელთან კონტაქტის გაწყვეტა, მესამე პირის მიზეზით.
შუა ნაწილში – ძარცვის საშიშროება.
სასწორთან ერთად – ვიღაც ცდილობს თქვენს გაწირვას, უსამართლოდ.
ჯვართან ერთად – აუსრულებელი ოცნებები და მიზნები.
10.
გველი – ტყუილი, ძველი და ახალი მტრები.
ზემო ნაწილში – მტერზე დაქვემდებარება, ავადმყოფის გამოჯანმრთელება.
ქვემო ნაწილში – ღალატი.
შუა ნაწილში – გამარჯვება, ძველ მტრებზე.
დანაწევრებული გველი – ჯანმრთელობის გაუარესება და მტრები.
11.
გვირგვინი – წარმატება ყველა საქმეში.
ეს მოასწავებს საკმაოდ კარგ პოზიციაზე დაწინაურებას, და გაბრთხილებთ სიმდიდრის გამო ახლო ნათესავებთან კამათზე.
გვირგვინი სახეებთან – ახლობელ ადამიანს შურს თქვენი.
12.
გზა – სასარგებლო მოგზაურობა ან დაბრუნება.
გზის ძაფი იწყება ფინჯნის ძირიდან და ზემო ნაწილში მთავრდება.. თუ ის შუა ნაწილში წყდება – ბედნიერი ცვლილებები გელით.
ასევე მოასწავებს მოგზაურობას.
თუ ძაფი ბოლომდე ადის, ეს ახალი ღირსებების შეძენაა.
ღრუბლებში გზა – დანაკარგი.
13.
გული – ბედნიერი მომავალი, წარმატება სიყვარულში.
ფინჯნის ზემოთ – სურვილების ასრულება.
შუაში – ნათესავების დახმარებით გამდიდრდებით.
ქვემოთ -დაწინაურდებით და შეიცვლით სამსახურს.
რგოლში გული – მოულოდნელი ქორწინება.
14.
გორა – ღირსება, სიმდიდრე და ბედნიერებაა.
ფინჯნის ზემოთ – სიმდიდრისთვის დიდი სახელის მოპოვება.
15.
დათვი – უსიამოვნება, რომელსაც გიმზადებთ ახლობელი.
ქვედა ნაწილში – თქვენი გულუბრყვილობით განიცდით წარუმატებლობას.
ხესთან დათვი – იყავით ყურადღებიანი ოჯახის, ცოლის მიმართ.
16.
დროშა – წარმატება და მოგება.
ფინჯნის ქვედა ნაწილში – ბიჭის დაბადება, რომელსაც სამხედრო საქმეში დიდი წარმატება ელის.
ფრიალა დროშა – წამოწყებულ საქმეში დიდი წარმატება.
17.
ეკლესია – სიწმინდე.
ახალი ცხოვრება, სირთულეების შემდეგ ბედნიერება.
წარსული წვალება დავიწყებას მიეცემა.
მუქი ეკლესია – თქვენ დაქორწინდებით.
გზის პირას – ცხოვრებისეული პირობებისგან გამოწვეული სხვა ქალაქში გადასვლა.
18.
ვარსკვლავი – სიხარული, ბედნიერება, წარმატება.
ზემო ნაწილში – ხანგრძლივი ავტორიტეტული სიცოცხლე.
ქვემო ნაწილში – ახალი პატარა წარმატება და მემკვიდრეობაა, რომელიც ლაპარაკს გამოიწვევს.
წვრილი ხაზებით გარშემორტყმული – სიბერეში შვილები დიდ უსიამოვნებას მოგაყენებენ.
19.
ვირი – უსიამოვნებები.
ზემო ნაწილში – ერთგულება და თავგანწირვა ვიღაცისადმი.
ხესთან – კარგი წინადადება და სასარგებლო საქმეა.
20.
ზარი – სასიხარულო ამბავი, ბედნიერი მომავალი, წარმატებაა.
21.
თაგვი – საიდუმლო მტერი, ძირითადად სანათესაოში.
სამკუთხედთან – ძვირფასი ნივთის პოვნა.
ქვემო ნაწილში კამათი უარყოფით პიროვნებასთან.
ფინჯნის შუა ნაწილში – მატერიალური სირთულე.
22.
თვალები – ჯანმრთელი შთამომავლობა, გამოჯანმრთელება სენისგან.
ცისფერთვალებიანისთვის – სარგებლიანი საქმე.
ქვემო ნაწილში – მამობრივი მზრუნველობაა.
გზასთან – ხანგრძლივი და შორი მოგზაურობა.
23.
თხა – ჭკვიანი ბავშვების დაბადება.
ფინჯნის ზედა ნაწილში – კმაყოფილება.
ქვემო ნაწილში – ვაჭართან შეხვედრა, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ.
გზასთან – მომგებიანი მოგზაურობაა.
ბუჩქთან – დიდი ფულადი მოგება.
სახეებთან თხა – დიდი მემკვიდრეობა, რომლის წართმევაც ნათესავებს სურთ.
24.
იარაღი – იარაღი ყოველთვის მდიდრულ ცხოვრებასთან ასოცირდება, იქნება სირთულეები რომელსაც გადალახავთ.
25.
ირემი – უსიამოვნება.
ზემო ნაწილში – ოჯახური დანაკარგი.
გრძელრქებიანი – დიდი საშიშროების და საგანგაშო ცხოვრების ნიშანია.
ირემი კარებთან – ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნება, საშიში არაფერია.
გზის პირას ირემი – სხვადასხვა ადამიანები ცუდ რჩევებს გაძლევენ.
ფინჯნის ქვემო ნაწილში – ცოლქმრული ცხოვრება, ბავშვი, წარუმატებელი ნათესავები და მოუწყობელი ცხოვრებაა.
26.
ისარი – უსიამოვნო ცნობა და წერილი.
ისარი ხესთან – დიდი საქმის განხორციელებაში ნათესავები გიშლიან ხელს.
27.
კატა – ტყუილი, დანაკარგი, ქურდობა.
ნუ მიიღებთ მონაწილეობას დიდ სკანდალებში, მტერი დიდია.
ფრთხილად ნათესავებთან, მათ გამო შესაძლოა დიდ უსიამოვნებას გადაეყაროთ.
28.
კუბო – ცუდის ნიშანია.
ჯვართან – სიკვდილი.
საწოლთან – ავადმყოფობა.
29.
კურდღელი – ახალი მტრები სამუშაოზე.
ისინი ზიანს ვერ მოგაყენებენ.
ხესთან ერთად -ბავშვის დაბადება.
30.
ლომი – სიმამაცე, დაწინაურება, ვაჟკაცობა.
შეხვედრა თანამდებობის პირებთან, რაც მომავალში მოგიტანთ წარმატებას. გახდებით ბედნიერი და წარმატებული.
ეცადეთ გამოასწოროთ კონტაქტები. შვილები, გვარი დაიკავებს საუკეთესო პოზიციას და თანამდებობას.
ელით სიმდიდრე.
სხვა ცხოველთან – თქვენი საქმე საბრთხეშია.
ქვემო ნაწილში – ბედნიერი სიბერეა.
31.
მაკრატელი – კამათი და ჩხუბი.
ფინჯნის ზემო ნაწილში – გეგმები წინააღმდეგობას წააწყდებიან.
ფინჯნის შუა ნაწილში – კამათი ოჯახში და ცრემლი.
32.
მამალი – პატარა ოჯახური სასარგებლო შეკრებები.
ფინჯნის ზემოთ – კარგი ცნობები.
მთაზე – ქორწინება და დიდი ოჯახური ბედნიერებაა.
ფინჯნის ქვემო გზასთან – პატარა ბოროტებაა ადამიანისგან, მაგრამ მოყვება წარმატება.
33.
მაღლობი – წარუმატებლობა.
ფინჯნის ზედა ნაწილი – ცხოვრება მიდის არასწორი გზით, შეუთანხმებლობა თანამშრომლებთან.
ქვედა ნაწილში – თქვენს ნათესავს გაქურდავენ.
ბევრი ერთმანეთისგან დაცილებული მაღლობი – თქვენს გამდიდრებას მოასწავებს.
34.
მელია – ტყუილი.
ფინჯნის ზედა ნაწილი – გაქურდვა.
შუა ან ქვემო ნაწილში – ფულის დაკარგვაა.
გულთან ამოსული მელია – ღალატი.
სასწორის გვერდით – ციხე.
პალმის ქვეშ – პატიმრის გათავისუფლება.
ფინჯნის სიგანეზე – ვიღაცას თქვენი შეურაცხყოფა სურს, მაგრამ არ გამოუვა.
35.
მზე – ბედნიერება, სიხარული, გამოჯანმრთელება და უზრუნველყოფილი ცხოვრებაა.
ფინჯნის ზედა ნაწილში – საქმეში მოგება.
ქვემო ნაწილში – წარმატება სიყვარულში, შეძენა ჭკვიანი და წარმატებული ბავშვების.
მთების თავზე გამოჯანმრთელების ნიშანია.
36.
მთვარე – ღირსება და დარდი.
ფინჯნის ზედა მხარე – პოპულარულობა.
შუა ნაწილში მუქი მთვარე – უბედურება.
დიდი ხაზებით გარშემორტყმული მთვარე – ფინჯნის პატრონს ნათესავების არ შურს, და ცხოვრობს საკუთარი შრომით.
ღრუბლებით გარშემორტყმული – დიდი უბედურება რომელიც უზარმაზარ ბედნიერებას მოიტანს.
37.
მორიელი – ძველი და ახალი მტრები, იღბლის კარგვა.
სასამართლო, რომელსაც მოყვება თანხის ხარჯვა. ასევე თქვენი მიზეზით ძვირფასეულობის დაკარგვის ნიშანი.
ასევე ძმების მტრობა, უკანონო ცოლი, ქვრივი, .
პალმასთან მორიელი – თქვენი მტერი სიმდიდრეში ცხოვრობს.
ერთ გულთან ამოსული მორიელი – საყვარელი ადამიანის ღალატია.
გზასთან ან ვარსკვლავთან – მომავალი უბედურების.
38.
მტრედი – ქორწილი, ერთგულება და მხიარულება.
ფინჯნის ზემოთ – ოჯახის წევრი გათხოვდება.
ბიჭის დაბადება, სიხარული.
ფრთაგაშლილი – მოულოდნელი სიხარული.
ადამიანია თავზე – მომავალი წარმატებაა.
ხის გვერდით – საშიშროება.
ხესთან მტრედი გარშემო ადამიანებით – ქორწინებით დაინტერესებული ადამიანია.
39.
მშვილდისარი – წარმატება.
თქვენით დაინტერესდებიან ავტორიტეტული პირები, შემოთავაზება ახალი სამსახურის და სხვა ქალაქში გადასვლის.
ყველა დაინტერესებული პირი კეთილის მსურველია და თქვენი გულისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
40.
ნალი – წარმატება და ბედნიერება.
ადამიანის სახესთან – სიყვარული წლების შემდეგ და ქორწილი.
41.
ნამგალი – თანხმობა, მშვიდობა.
ნალი ღრუბლებში – თქვენი შვილები უზრუნველყოფილ ცხოვრებას გპირდებიან.
42.
ნაჯახი – საქმეში წარმატება.
ფინჯნის ზემო ნაწილში – სასარგებლო მოგზაურობა და ჯანმრთელობაა.
ქვემო ნაწილში – კარგი ნათესავები რომლებიც სასარგებლო რჩევებს მოგცემენ.
ცხოველთან ნაჯახი – თქვენი შუამავლობით ძლიერ დამცირებულია ფულის საკითხში თქვენი ქვეშევრდომი.
ადამიანის სახეებთან – დიდი ჩხუბი.
ხესთან – ავადმყოფობის მოახლოება, რომელმაც დიდი ცრემლები დაგიტოვათ.
43.
ნიჩაბი – ფინჯნის ზემო ნაწილში , იპოვით დაკარგულს იქ სადაც არ ელით.
ხესთან – ცვლილება უკეთესობისკენ.
ადამიანის სახეებთან – შური, მტრებს სურთ რომ ცილი დაგწამონ სამსახურში.
კვადრატთან ან ჯვართან გამოსახული ნიჩაბი – საყვარელი ადამიანის სიკვდილი.
ქალის ხელში – ქვრივი ქმრისგან დიდ მემკვიდრეობას მიიღებს.
ღრუბლებში ნიჩაბი – არასასიამოვნო მემკვიდრეობაა.
44.
პალმა – ცხოვრებაში ბედნიერების ნიშანი.
პალმა ყოველთვის ასოცირდება შედეგთან, რომელიც დათესეთ. ის ყოველთვის კარგ წარმატებას გვპირდება.
45.
პეპელა – გულღია ადამიანი, რომელსაც ელოდება სიყვარული, სიხარული და უზრუნველი ცხოვრება.
მელანქოლიური ხასიათით მდიდრულ ცხოვრებას მიაღწევთ.
წვრილი წერტილებით გარშემორტყმული პეპელა სირთულეა, რომელსაც მამაცობით დაძლევთ.
46.
პირი – ნაყოფიერი ცხოვრება.
ქვემო ნაწილში – ცუდი ჭორებია.
47.
რგოლი – ქორწინება, სიყვარული და ბედნიერებაა.
ორი რგოლი – უახლოესი ქორწილია ბედნიერი მომავლით და საერთო საქმიანობებით.
48.
სათვალეები – კამათი და ჩხუბი.
ზემო ნაწილში – ჩხუბი ახლობელთან, ურთიერთობის გაწყვეტა.
ქვემო ნაწილში – უკმაყოფილება ოჯახში.
გზასთან – უახლოეს მომავალში საშიში გზაა.
ღრუბლებში სათვალე – თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრებით მალე თანამდებობის პირები დაინტერესდებიან.
49.
სანთელი – ახალი ცნობა და ქორწინება.
საწოლთან სანთელი – ცუდი ამბავია.
ჯვართან სანთელი – ახლო ნათესავის სიკვდილია.
პალმასთან სანთელი – მეუღლეების განქორწინებას ნიშნავს.
50.
სასწორი – ბედნიერი იქნებით სიყვარულში.
ფინჯნის ქვედა მხარეს – იქნებით ქალის მსხვერპლი.
შუა ნაწილი – ხანგრძლივი სასამართლოა.
გზასთან – სასარგებლო მოგზაურობა და ხელის თხოვნაა.
ქათამთან სასწორი – მიტოვებული ქალია, რომელსაც ზიზღით უყურებენ, მაგრამ წარმატება ელის.
51.
სახლი – მრავალი სიხარული და ბედნიერი მომავალია.
ზემო ნაწილში – პატარა წინააღმდეგობაა, მაგრამ ხელს არ შეგიშლით წარმატებაში.
ქვემო ნაწილში – გაცილებულ ადამიანს ნიშნავს.
ხესთან – ერთობლივი ბედნიერებაა.
მთასთან სახლი – დიდი მემკვიდრეობაა.
52.
საწოლი – ავადმყოფობა.
ფინჯნის ზემო ნაწილში – სამუშაოზე დიდი წარმატებაა.
ქვემო ნაწილში – მტრებზე დიდი გამარჯვებაა და ავადმყოფისთვის მოულოდნელი გამოჯანმრთელება.
ადამიანის სახესთან -მსუბუქი გაციება ან სამუშაოს დაკარგვა.
წვრილი წერტილებით გარშემორტყმული საწოლი – დიდი ქონების ყიდვა – გაყიდვის ნიშანი.
53.
ფოთლები – სიხარული და ჯანმრთელობა.
ზემო ნაწილში – ერთი გოგოს მეშვეობით დიდი წარმატებების მიღწევა.
წერტილებით ან ხაზებით – ფულადი ჯილდო.
ქორწინება, მოგზაურება და უცხო ადამიანები რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ თქვენი წინსვლისათვის.
54.
ფუტკარი – ბედნიერება სამუშაოზე. მალე გამოხვალთ მატერიალური დანაკლისიდან.
ელოდეთ სამუშაოს მოულოდნელ შემოთავაზებას, სადაც დაწინაურდებით და ეს გამოიწვევს თქვენი ღირსების ამაღლებას.
55.
ქათამი – წარუმატებელი ნათესავი.
უჭკუობა, სისულელე და დანაკარგი.
56.
ქუდი – წარმატებაშესხმული გეგმები.
წარმატებული საქმეების მოგვარება, უზრუნველყოფა, კარგი ცხოვრება, მატერიალური წინსვლა.
ცვლილებები რომელიც თავისით მოხდება და კმაყოფილი დარჩებით.
თქვენ მოიპოვებთ სიმდიდრეს და თქვენი ნათესავები გახდებიან მტრები, მაგრამ მათი შური თქვენზე ვერ იმოქმედებს.
57.
ღორი – დაუნდობელი მტერია, რომელსაც სხვისი შრომის ხარჯზე ცხოვრება სწადია.
58.
ღრუბლები – წარმატებული ღონისძიება.
ახალი საქმეები, ვაჭრობა.
გაფანტული ღრუბლები – დიდი და რთული გზის შემდეგ გელით წარმატება და სიმდიდრე.
ცოლ ქმარს შორის – დავა ქონებაზე.
ღრუბლები ასოები – კამათის ნიშანია.
59.
ღუზა – სერიოზული სიყვარულია.
ფინჯნის ქვემოთ – ზღვაზე მოპოვებული წარმატებაა.
ღუზა ღრუბლებში – თქვენი ხასიათი გიშლით ხელს ნამდვილ სიყვარულში.
ჯვარი ღუზასთან – წარმატება ვაჭრობაში.
სახეებთან -დიდი სიმდიდრე და მემკვიდრეობაა.
60.
ძაღლი – კეთილი და უღალატო მეგობარი.
მიაღწევთ წარმატებას საქმეში მეგობრის დახმარებით, რომელიც თქვენს დაცვას ცდილობს.
სახეებში ძაღლი – არასაიმედო მეგობარია.
თუ გარბის – ახალი კარგი ამბავია.
ხესთან – კეთილი რჩევაა.
61.
ყვავი – წარუმატებლობა.
ზედა ნაწილში – ოცნებების არ ასრულება, ხასიათის გაფუჭება.
შუა ნაწილში – ვიღაც თქვენს წინააღმდეგ მოქმედებას აპირებს.
ორ მთას შორის – გათავისუფლებაა მტრებისგან, რომლებიც ვერაგობას ამზადებდნენ თქვენს წინააღმდეგ.
62.
ყვავილი -სიხარული და მხიარულება.
ფინჯნის ზემო ნაწილში – სიმდიდრე და კარგი ქმარია.
შუა ნაწილში – ჭკვიანი შვილებია.
ქვედა მხარეს – მეუღლის წარმატებაა.
გზასთან – მოგზაურის დაბრუნება, რომელსაც ბედნიერება მოაქვს.
63.
ყური – კეთილი ამბებია.
ზედა ნაწილში – ქმრის ავტორიტეტარულ მდგომარეობაში გადასვლა, რომელიც ცოლის დამსახურებაა.
64.
ყურძნის მტევანი – სიმდიდრე, ხვავი და ბარაქაა.
კოლექტივის დახმარება და წარმატება. დიდი სიმდიდრის შეძენა, დაწინაურება.
ეს ყველაფერი დიდი წინააღმდეგობების დაძლევის შემდეგ მოხდება.
ხესთან – უძრავი ქონება, რომელიც დიდი სიბრთხილით ინახება.
65.
ჩარჩო – სიკეთე და ქორწინებაა.
რამდენიმე – სიბრთხილე გმართებთ.
ოვალური ჩარჩო – ცხოვრებისეული სიძნელეები.
ზემო ნაწილში – ვაჟიშვილის დაბადება.
66.
ჩონჩხი – სიკვდილია.
ცხოველთან – სიკვდილის ცნობა.
გზასთან – საშიში მოგზაურობა.
67.
ცხენი – წარმატება და ბედნიერი ქორწინება.
რამოდენიმე – შანსი წარმატების, რომელც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
წერტილებით გარშემო – მდიდარ ქალზე ქორწინება.
68.
წარბები – თქვენი გული კეთილია, ამის გამო პატივს გცემთ ხალხი.
69.
წერილი – ახალი ამბავი, კარგი ან ცუდი.
ზედა ნაწილში – განმაცვიფრებელი ამბავი და სიხარულია.
შუა ნაწილში – სასიყვარულო წერილია.
ადამიანის სახესთან ერთად – მოულოდნელი შემთხვევაა.
გულიდან ამოსული – სიყვარულია.
70.
ჭიანჭველა – წარმატება ვაჭრობაში.
შუა ნაწილში – საკუთარი ძალისხმევით მაღალი თანამდებობის მიღწევას ნიშნავს,
რომელსაც ყველა შეხედავს შურით.
71.
ხარი – ფინჯნის ზედა ნაწილში გაწეული სამუშაოსთვის დიდი თანხის მიღებას ნიშნავს.
ფინჯნის ქვემო ნაწილში – გამოსახული ხარი მკურნალობა და გამოჯანმრთელებაა.
72.
ხე – ჯანმრთელობა და წარმატება.
ზემო ნაწილში – გამდიდრება ახლო მომავალში.
ადამიანთა სახეებით – ბედნიერება უნდა ეძიოთ საკუთარ სამშობლოში, ტყუილად ცდილობთ წასვლას.
უფოთლო ხე – წარუმატებლობაა.
მუხა – სიმდიდრე და წარმატებაა. თქვენს შვილს მაღალი თანამდებობის პირები გაუწევენ მფარველობას.
ფინჯნის სიგრძეზე გამოსახული ხე – ოჯახის ყველაზე ხანდაზმული წევრის სიკვდილია.
73.
ხელი – დახმარება და წარმატებაა.
ფინჯნის ზემო ნაწილში გამოსახული მუქი ფერის ხელი – დანაკარგის მომასწავებელია.
ქვემო ნაწილში – დიდ დღეობაში მონაწილეობის მიღება, მოიპოვებთ წარმატებას.
74.
ხელჯოხი – ავტორიტეტი, ურთიერთწინააღმდეგობა, განცდები ნათესავების გამო.
ზემო მხარეს – კამათი ნათესავებთან.
ქვემოთ ორ ვარსკვლავს შორის – დავა მემკვიდრეობის გამო, დიდი სასამართლო.
ადამიანის ხელში – მძიმე ავადმყოფობა, რომელსაც დაუძვრებით.
სახეებში ხელჯოხი – გავლენიანი მდგომარეობის გამო დიდი საუბარი.
75.
ხიდი – მშვიდობა და წარმატება.
ფინჯნის ზემო ნაწილში – დიდ ხნიანი გაჭირვებაა, რომელიც მალე დასრულდება.
შუა ნაწილში – დიდი წინააღმდეგობის გავლა და ქორწინება.
ქვემო ნაწილში – გაიარეთ დიდი სირთულეები, რომელსაც ბედნიერებით დაასრულებთ.
განიერი ხიდი – დიდი სიმდიდრეა, საქმეში წარმატება.
გაყოფილი ხიდი – ოჯახის დანგრევას მოასწავებს.
76.
ჯვარი – განსაცდელში ხართ, მაგრამ მალე გაივლის.
გზასთან – ღარებული მოგზაურობაა.
ქვემოთ – საყვარელი ადამიანებისთვის თავგანწირვაა.
ცვლილებები რაღაცისკენ. ან კარგი ან ცუდი.