1. იქონიეთ ჯიბეში (ჩანთაში, მანქანაში) მისი ხმელი ყვავილის პატარა ტოტი ან ტომარა.
ასევე მისგან დამზადებული ამულეტები, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გარშემომყოფების უარყოფითი გავლენა, და გაანეიტრალებს უარყოფით ზემოქმედებას.
2. მისი სახლში გავრცელებით სახლის დაცვას შეუწყობთ ხელს.
3. მისი კვამლი გამოიყენება ბოროტი სულების სახლიდან განსადევნად და ასევე წმინდავს ადამიანს ბნელი ენერგიებისგან. ის მოიზიდავს კარგ ძალებს.
4. თავის გასაწმენდათ შეგიძლიათ მოამზადოთ ლავანდის ყვავილების აბაზანა, ის წმენდის გარდა ხელს უწყობს რელაქსაციას და დაღლილი კუნთების დამშვიდებას.
ასევე რიტუალების შემდეგ ხელს უწყობს ძალების აღდგენას.
5. სასიყვარულო მაგიაში მის არომატს ხშირად იყენებენ.
თუ ლავანდას თაიგულს დამალავთ ბალიშის ან ლეიბის ქვეშ, მაშინ ეს ხელს შეუწყობს პარტნიორებს შორის ინტიმური ურთიერთობების აღდგენას.
ურთიერთობა უფრო ვნებიანი და სულიერი გახდება მისი არომატის დამსახურებით.
6. მამაკაცის მოსახიბლად ლავანდის თაიგული უნდა შეფუთოთ ახალ პირსახოცში და იქ დატოვოთ შვიდი დღე,
შემდეგ დაპატიჟეთ მამაკაცი და მიეცით საშუალება ამ პირსახოცით ხელები გაიწმინდოს.
7. თუ საყვარელ ადამიანს ბალიშის ქვეშ ჩუმად ლავანდის ტოტს დაუდებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით, ის აუცილებლად ასრულდება.
8. ლავანდის ზეთის სუნამოდ ტარება თქვენს ცხოვრებაში რომანტიკას და სიყვარულს შემოიტანს.
9. ის დაგეხმარებათ სტრესის და დაღლილობის მოხსნაში, ებრძვის დეპრესიას.