კონფიდენციალობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკის კომპანიის ვებგვერდზე განთავსების მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს თქვენსა და კომპანიას შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას.

ტერმინთა განმარტება

კომპანია – Amazonka.Ge

. იურიდული/მ ქ. თბილისი, ხევის უბანი 6

მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი – კომპანია, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი –  იურიდიული პირს ან საჯარო დაწესებულებას, რომელიც მონაცემებს ამუშავებს ჩვენთვის ან ჩვენი სახელით;

ვებგვერდი -კომპანიის ვებგვერდი – Amazonka.Ge, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებელთა მომსახურება;

მომხმარებელი/თქვენ – ფიზიკური პირი, რომელიც ვებგვერდზე რეგისტრაციის გზით ეთანხმება წინამდებარე დოკუმენტში დეკლარირებულ წესებსა და პირობებს ან/და აწარმოებს კომუნიკაციას კომპანიასთან, სარგებლობს, განიზრახა ან ინტერესი გამოხატა, რომ ესარგებლა ჩვენი პროდუქტით ან/და მომსახურებებით, ასევე წარმომადგენლებს ან მესამე პირებს, რომელთა შესახებაც თქვენ შეგვატყობინეთ;

მონაცემთა სუბიექტი –  მომხმარებელი/თქვენ;

პერსონალური მონაცემები – სახელი, გვარი, პირადი ნომერი/პასპორტი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ.ფოსტა;

მონაცემთა დამუშავება –  მონაცემთა მიმართ კომპანიის მიერ (ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე შესრულებულ ნებისმიერ მოქმედება, მათ შორის: მონაცემების შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ორგანიზება, დაჯგუფება, სისტემატიზაცია,, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, გამჟღავნება მათი გადაცემით ან  სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;

ლოგირება – მონაცემებზე წვდომის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, მონაცემთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერ ოპერაციაზე ავტომატურ რეჟიმში პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება და შენახვა (დათვალიერება, გადახვევა, გადმოწერა, წაშლა და ა.შ.  დრო და სუბიექტი).

მონაცემთა მიმღები – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელსაც მონაცემები გადაეცა გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა.

551 22 78 11
info@amazonka.ge
          

მეტი სიახლეებისთვის

551 22 78 11               
info@amazonka.ge
                                   

მეტი სიახლეებისთვის

კალათა0
There are no products in the cart!
შოპინგის გაგრძელება